Header Ads

Apple-მა 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან...

Apple-მა 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან...

ტიმ კუკი



Apple-მა 200-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. ისინი პროექტ „ტიტანზე“ მუშაობდნენ. კომპანიამ პროექტის დანარჩენი მუშახელი სხვა პროექტებზე გადაანაწილა. ამის შესახებ CNBC წერს


პროექტი ავტომატური მართვის ტრანსპორტის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად კომპანიის გადაწყვეტილებისა Apple-ი ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. 


ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტორში Apple-მა პროექტ „ტიტანზე“ Tesla-ს ვიცეპრეზიდენტი გადაიბირა. სწორედ ამიტომ სფეროს სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ თანამშრომლების დათხოვნა ახალი მენეჯმენტის პირობებში დაწესებულ რესტრუქტურიზაციას უკავშირდება. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.