Header Ads

Apple-ის ჭკვიანი სპიკერი ჩინეთში გაიყიდება

Apple-ის ჭკვიანი სპიკერი ჩინეთში გაიყიდება

HomePod



2018 წლის დეკემბერში Apple-მა განაცხადა, რომ HomePod-ის გაყიდვებს 2019 წლის პირველი ნახევრიდან ჩინეთში დაიწყებდა. კონცერნმა გაამხილა, რომ პირობას შეასრულებდა და ჩინეთში ჭკვინი სპიკერის დახლებზე გამოჩენის თარიღად 18 იანვარი დაასახელდა. ამის შესახებ The Verge-ი წერს


HomePod-ი ერთი წლის წინ ხელმისაწვდომი გახდა ამერიკელებისთვის, მანამდე კი კონცერნმა მოწყობილობა გამოუშვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის. 


HomePod-ს AirPlay 2-ის მხარდაჭერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები აუდიო სიგნალს პოპულარული აპლიკაციებიდან, პირდაპირ iOS მოწყობილობებიდან ავრცელებენ. 


Apple HomePod-ის ღირებულება ჩინეთში დაახლოებით 408 დოლარი იქნება, მაშინ როდესაც აშშ-ში ჭკვიანი სპიკერი $350 ღირს.


Apple-მა HomePod-ი 2017 წლის ივნისში კალიფორნიაში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.