Header Ads

ბესელიას თქმით, ის პოლიტიკიდან...

ბესელიას თქმით, ის პოლიტიკიდან...

ეკა ბესელია



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იდეა, რომ არსებობს ვიცესპიკერის ერთი გამოუყენებელი ვაკანსია და ეს შეეთავაზებინათ მისთვის, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. ამის შესახებ მან ‘ტვ პირველის’ ეთერში განაცხადა.


ეკა ბესელიას განცხადებით, ეს იყო მცდელობა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის ‘მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მე მაშინვე გამეღიმა და ვთქვი, რომ არ მაინტერესებს თანამდებობები, კომფორტისთვის პოლიტიკაში არ მოვსულვარ’, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


‘მე ვთქვი, რომ მზად ვარ წავიდე საერთოდ პოლიტიკიდან, წავიდე სახლში. არა თუ თანამდებობა დავტოვო, საერთოდ არაფერი მჭირდება ამისთვის, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული თქო, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ ვტოვებთ ჩვენ , მალითად ზარდიაშვილის ხელში’, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


მისი თქმით, როდესაც საუბარია ძველების და ახლების დაპირისპირებაზე, ეს არ არის ‘ძველების და ახლების დაპირისპირება, არამედ ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგობა. მე გუნდს ვუწოდებ იმ ადამიანებს და ასეთად დავინახავ მომავალშიც, ვინც მთავარ ღირებულებებს არ დაშორდება და ვისაც მთავარი ფასეულობები აერთიანებს. თორემ ის ვინც იმ პოზიციაზე დადგება, რომ კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, მე მას ვერ ჩავთვლი ჩემ თანაგუნდელად’, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


მან ‘ტვ პირველის’ ეთერში ასევე თქვა, რომ მოსამართლეთა სიაზე კომიტეტის სხდომის წლის ბოლო დღეს გამართვა ირაკლი კობახიძემ მოითხოვა.


ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.