Header Ads

ანექსია გრძელდება ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ...

ანექსია გრძელდება ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ...


რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება. მავთულხლართების გავლების დროებით შეწყვეტილი პროცესი დღეს ე.წ. მესაზღვრეებმა განაახლეს და საოკუპაციო ზოლში, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ბატონისაშვილების ბაღის ნაწილი მოაქციეს.


ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დრონით გადაღებულ მასალას ავრცელებენ, სადაც ჩანს, რა პერიმეტრის მიტაცებას გეგმავენ ოკუპანტები.


ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში კი, სხვა სოფლებთან ერთდ, ოკუპანტების ხელში აღმოჩნდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ნაწილიც.


მოძრაობის წევრები ადგილზე მოძრავი პატრულის შეყვანას მოითხოვენ. დახმარებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობაც.


მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.