Header Ads

კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არაა...

კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არაა...


„ალბათ, განმარტებები გაკეთდება, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით.


კითხვაზე თუ რა ტიპის შეხვედრაა და რატომ არ მონაწილეობს თავად ამ შეხვედრაში, ბესელია აცხადებს, რომ ეს ორგანიზატორებს უნდა ვკითხოთ.



მგონი, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე. მე არ ვარ ბიუროს წევრი. მე ნუ მეკითხებით იმას, ვინც აორგანიზებს რაღაც შეხვედრებს,- განაცხადა ბესელიამ.



კითხვაზე, ვინაიდან ის ამ შეხვედრას არ ესწრება, ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლოა, გუნდი ემიჯნებოდეს, ბესელიამ განაცხადა, რომ ზედმეტად ვითარების გამძაფრება საჭირო არ არის.



კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება, განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.