Header Ads

ეს სამარცხვინო რეიტინგები დაწერილი არის...

ეს სამარცხვინო რეიტინგები დაწერილი არის...


ლეიბორისტები NDI-ის კვლევას სამარცხვინოს უწოდებენ და სრულ უნდობლობას უცხადებენ.



პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, კვლევის პოლიტიკური ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებასთან. გუგავა დარწმუნებულია, რომ კვლევა ქართულმა ოცნებამ გააყალბა და მასში საზოგადოების რეალური აზრი ასახული არ არის. 




ეს სამარცხვინო რეიტინგები დაწერილი არის ოცნების ოფისში და ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნეს. თურმე მოსახლეობის უმრავლესობა ამ უცხვირპირო კობახიძის საქმიანობას აფასებს დადებითად, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყვავის კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი დაქცეული და ჩამოშლილია ქვეყანა.  




ამ დროს, თურმე მმართველ პარტიას, ვინც ეს ყველაფერი შემქნა, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამაზე წიანააღმდეგობრივი, ამაზე სამარცხვინო კვლევა ჯერ არ დადებულა,“-ამბობს გიორგი გუგავა.



ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? NDI – ის გამოკითხულთა უმრავლესობას კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. რესპონდენტთა 27% ამბობს, რომ არ იცის ვის დაუჭერდა მხარს.


გამოკითხულთა 24% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. 11% „ნაციონალურ მოძრაობას,“ არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს 14% და ასევე 14% უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე. გამოკითხულთა 3% კი მხარს „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭერდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.