Header Ads

ალალად შრომობდა, მაგის თამაში არავის...

ალალად შრომობდა, მაგის თამაში არავის...


ლანჩხუთის რაიონის სოფელ წიაღობანში 30 წლამდე ლაშა ჭანტურიამ ახლობლების განცხადებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლები გარდაცვლილ ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ და მათაც უკვირთ, რა მოხდა.


სოფლის მაჟორიტარი რევაზ კვაჭაძე აცხადებს, რომ მთელი სოფელი შეწუხებულია მომხდარით:



მეზობელმა ნახა დილით. თავი ჩამოიხრჩო. ყველა მის სახელს ფიცულობდა, უპატიოსნესი ბიჭი იყო. დაოჯახებული არ იყო და ყველა ეუბნებოდა, ცოლი როდის მოგყავსო. ძალიან დაგვწყვიტა ყველას გული. ალალად შრომობდა, მაგის თამაში არავის ახსოვს და სხვა რამ. ვერ გეტყვით რა მოხდა, შოკირებულნი ვართ, ამბობს რევაზ კვაჭაძე.



შსს ცნობით, საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.