Header Ads

თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე ახალციხეში...

თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე ახალციხეში...
2 იანვარს ახალციხეში არასრულწლოვნებს თავს დაესხნენ. იციდენტი ჯერ ქეთევან წამებულის, შემდეგ კი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი თანაკლასელის სახლში აღნიშნავდნენ, როდესაც 16 წლის მოზარდებმა კლასელის სახლი დატოვეს და ქუჩაში გამოვიდნენ, მათ თავს ოცდაათამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაესხა. ზრდასრულმა მამაკაცებმა ბავშვებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მასპინძელს ორივე ხელი მოტეხეს, ხოლო გაქცეულ მოსწავლეებს დაედევნენ და მათ მოპირდაპირე დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები სამმა მოსწავლემ მიიღო.


ბიჭი, რომელსაც ორივე ხელი აქვს მოტეხილი, ამ დრომდე მკურნალობს, ერთი დაშავებული, რომელსაც ყბის ძვალი აქვს მოტეხილი საავადმყოფოში რჩება, ერთი მოსწავლე კი საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს.


მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულმა სამმართველომ სსკ–ის 126–ე მუხლის ბ და გ პუნქტებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.




წყარო: newpost


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.