Header Ads

რუსეთი ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელის...

რუსეთი ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელის...

პოლ უილანი



რუსეთმა გამორიცხა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკელი ყოფილი ქვეითი, რომელსაც რუსეთში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, შეიძლება ვინმეში გაცვალონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 


პოლ უილანის ადვოკატმა განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა არ არის გამორიცხული, თუმცა რუსეთმა მსაგავსი მეთოდი გამორიცხა და ამ იდეას „არასწორი უწოდა“.


ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახური ჯაშუშობაში ადანაშაულებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატის განცხადებით, ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს, სადაც გირაოს მოითხოვს. 


ის საპატიმროში რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა მოინახულა და ამერიკის მოქალაქეს საელჩოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. რუსეთისგან მომხდარზე განმარტებებს ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ოფიციალური ვაშინგტონი.


ოჯახის განმარტებით, დაკავებული უდანაშაულოა და მოსკოვში მისი ჩასვლა, მხოლოდ მეგობრის ქორწილში მიწვევას უკავშირდებოდა. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.