Header Ads

ფასანაური-მლეთის საავტომობილო მონაკვეთზე...

ფასანაური-მლეთის საავტომობილო მონაკვეთზე...

გზები



გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ფასანაური-მლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს


რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო კვლავ ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ამავე გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაა აკრძალული, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა)მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.         


ავტომობილების გადაადგილებას ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია უწევს. 


გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 8 იანვარს აიკრძალა.


გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში რთული მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი დაანონსა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.