Header Ads

საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და...

საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და...

ჰენრიკ ჰოლოლეი



28 – 30 იანვარს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


28 იანვარს ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს გიორგი ჩოგოვაძეს და სს ‘საქართველოს რკინიგზის’ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს შეხვდება.


29 იანვარს ჰენრიკ ჰოლოლეი მონაწილეობას მიიღებს ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი – საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომის მუშაობაში. ამ ფორმატის დაარსების მთავარი მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავებაა.


თბილისში დაგეგმილ პირველ სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით, რომლის დროსაც საქართველოს მხარე წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებზე ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელების გზაზე. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ასევე შეხვედრება საქართველოს სატრანსპორტო – ლოგისტიკურ სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს.


ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის საქართველოში ვიზიტი 30 იანვარს დასრულდება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.