Header Ads

მშობლის უფლების (იგივე მეურვეობის უფლების)...

მშობლის უფლების (იგივე მეურვეობის უფლების)...


მშობლის უფლების (იგივე მეურვეობის უფლების) გაყიდვის დაშვება არის ყველაზე სწორი და ეფექტური გზა თუ გულწრფელად გვინდა (მართლა გვინდა და არ ვპოზიორობთ და ქულებს ვიწერთ- აცხადებს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და რამდენიმე ფაქტორს განმარტავს.


მშობლის უფლებები იყიდება ახლაც. შვილად აყვანას ვეძახით უბრალოდ. მეტიც, საქართველოში ყიდულობენ ამ უფლებას და ბავშვები მიჰყავთ საცხოვრებლად საზღვარგარეთ. ფასებიც ცნობილია ვისაც ჩაუხედავს ამ თემაში.



თუმცა, იმის გამო რომ ასეთი უფლების ყიდვა-გაყიდვა შავ ბაზარზეა გატანილი, არსებობს უამრავი სერიოზული პრობლემა.


მშობლის უფლების (იგივე მეურვეობის უფლების) გაყიდვის დაშვება არის ყველაზე სწორი და ეფექტური გზა თუ გულწრფელად გვინდა (მართლა გვინდა და არ ვპოზიორობთ და ქულებს ვიწერთ):


1. აბორტების რიცხვის შემცირება


2. ბავშვების შიმშილით სიკვდილიანობის რიცხვის შემცირება


3. ოთხი წლის ბავშვი რომ მოკლა მშობელმა ცოტა ხნის წინ ეგეთი შემთხვევების რიცხვის შემცირება


4. ნაგავსაყრელზე რომ ჩვილებს პოულობენ ყოველ მეორე დღეს ეგეთების რიცხვის შემცირება


5. უამრავ წყვილს შვილად აყვანა რომ უნდათ და ან ვერ ახერხებენ ან 1 წლის ჩვილს რომ შეარჩევენ და პროცედურების გამო სახლში 6 წლის რომ მიჰყავთ მაგის მოგვარება


6. შავ ბაზარზე ათასობით დოლარად რომ იყიდება ჩვილები და მართლა კაცმა რომ არ იცის ვის ხელში ხვდება და რა ბედი ელით მაგის მოგვარება


და სხვა


დღის შუქი და სიმართლე არის ბევრი პრობლემის წამალი, როგორც ამ თემაში, ისე სხვა თემებშიც


ცხადია რისკები არსებობს (ორგანოებით ვაჭრობა, პედოფილია), მაგრამ ეგ რისკები დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ლეგალურ რეალობაში იქნება


პ.ს. საწინააღმდეგო მხარეს მორალური არგუმენტი არ არსებობს. ბავშვისთვის სჯობს იმასთან იყოს ვისაც ის უნდა, ვიდრე იმასთან, ვინც მზადაა მასზე მეურვეობა დათმოს რაიმე ფასად. მარტივია აცხადებს ჯაფარიძე.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.