Header Ads

პრეზიდენტი ცილისწამებასთან დაკავშირებით...

პრეზიდენტი ცილისწამებასთან დაკავშირებით...

ათონელის რეზიდენცია



ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს.


სალომე ზურაბიშვილი ისეთი კანონის მიღებას ემხრობა, რომელიც ადამიანის ღირსებას დაიცავს და სიტყვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. მესამე სექტორი წინადადების მეტად დაზუსტებას ითხოვს.


არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ინიციატივა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ქმნიდეს. არასამთავრობოთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საკითხის შესახებ პრეზიდენტთან სამუშაო ფორმატში იმსჯელოს.


საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.


11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს დაეთანხმა.


13 იანვარს კი მესამე სექტორმა ცილისწამების შესახებ კობახიძისა და ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტებები მოითხოვა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.