Header Ads

ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება...

ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება...


პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 10 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, მიიღეს.


ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოდგინა. მისი განმარტებით, ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 2018 წლის 20 დეკემბერს თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.