Header Ads

თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი...

თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი...


თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკა „ევექსის“ ექიმის ლევან სუხიშვილის ინფორმაციით, გამთენიისა კლინიკაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, საიდანაც ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.


„შემოსულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ცივი იარაღით აქვთ მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მას აქვს კისრისა და გულმკერდის ჭრილობა, მაგისტრალური სისხლძარღვებისა და გულმკერდის ორგანოების დაზიანებით. ჩაუტარდა ოპერაცია, მდგომარეობა არის მძიმე და ამჟამად მასთან ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული სამუშაოები მიმდინარეობს, ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მეორე პაციენტს ასევე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, მას ოპერაციული მკურნალობა ამჟამად არ სჭირდება, რადგან შემავალი ჭრილობები არ ჰქონდა, თუმცა სისხლის დანაკარგი დიდი იყო“, – განაცხადა ლევან სუხიშვილმა.


შსს-მ პეკინზე დაჭრის ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.