Header Ads

როდის გაუძვირდებათ "სილქნეტის“ და...

როდის გაუძვირდებათ "სილქნეტის“ და...

 (რეზონანსი) “სილქნეტისა” და “ჯეოსელის” აბონენტებს ტარიფი დროებით აღარ გაუძვირდებათ.


ამის შესახებ კომპანია “სილქნეტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


კომპანია სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპანია “სილქნეტი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.


“საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კომპანია “სილქნეტის” მთავარი პრიორიტეტია, აბონენტთა ინეტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების და პაკეტების შეთავაზება.


ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. “სილქნეტის” თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ. ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენს ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული. ასევე, მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა. მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან, სილქნეტის მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით.


იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გონივრულ ვადებში ჩატარდება და მოგვცემს სწორი სურათის დანახვის საშუალებას. აქვე, გვინდა ჩვენთვის პრინციპულად მიშვნელოვანი საკითხი დავაფიქსროთ, რომ ახალ პაკეტებში მოხდა ინტენრეტის ერთეულის ფასის გაიაფება და არა გაძვირება. “სილქნეტი” იმედს იტოვებს რომ კვლევები გონივრულ ვადებში დასრულდება და მათ დასრულებამდე ვაკეთებთ განცხადებას ახალი პროდუქტების ბაზრაზე გამოტანის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სილქნეტი” და “მაგთიკომი” ტარიფების გაზრდას გეგმავენ. თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებენ, რომ მათ არ აქვს საფუძველი, ტარიფი გაზარდონ. მარეგულირებელმა კომპანიებს მოუწოდა, რომ ტარიფების ზრდა დროებით შეაჩეროს. ამ დროისთვის, უცნობია “მაგთიკომის” გადაწყვეტილება გაითვალისწინებს თუ არა კომისიის მოწოდებას და შეაჩერებს თუ არა ტარიფების ზრდას.


 


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.