Header Ads

კობახიძე ადასტურებს, რომ აგვისტოში...

კობახიძე ადასტურებს, რომ აგვისტოში...


პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელის წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული. კობახიძე ადასტურებს, რომ აგვისტოში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას წასვლა და მისი ვიცესპიკერად გადაყვანა იგეგმებოდა.


მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა ბრძანება, რომ ვიცესპიკერების ფლიგელში აგვისტოში ეკა ბესელიასთვის მოწყობილიყო ოთახი.კურიერმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისთვის გამზადებული ოთახი გადაიღო.


კობახიძის თქმით, თანამდებობრივი გადაადგილებები წასვლა სასამართლოს თემას არ უკავშირდება.


„არანაირ კავშირში არც ახლა, არც მაშინ არ იყო თანამდებობრივი გადაადგილება სასამართლოს თემასთან. იყო სულ სხვა სირთულეები, გახსოვთ, რა სირთულეებიც იყო გუნდში,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.