Header Ads

ბესელია: მოსამართლეთა სიაზე კომიტეტის...

ბესელია: მოსამართლეთა სიაზე კომიტეტის...

ეკა ბესელია



პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით,  არ არის არც ერთი კაბინეტი და თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა. ამის შესახებ ბესელიამ ‘ტვ პირველის’ ეთერში განაცხადა.


ბესელიას თქმით, თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება განაპირობა 2018 წლის ბოლო კვირას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 10-კაციანი სიის პარლამენტში შესვლამ. 


‘იყო მოთხოვნა, რომ მე როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს დამენიშნა სხდომა პარასკევს, ბოლო სამუშაო დღეს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში უნდა ჩამესვა მოსამართლეთა სია. პარასკევს სხდომის დანიშვნის იდეა ჩემთვის მოწოდებული იყო ირაკლი კობახიძის მიერ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდამჭერა და იმავე დღეს სესიაზე მისი გატანა’,- განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ეს მისთვის ‘წარმოუდგენელი რამ იყო’. 


მისი თქმით, ამ საკითზე პროცესის ასე წარმართვა მისთვის მიუღებელი იყო. ‘სხდომის გამართვის პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი. მე ვესაუბრე ირაკლი კობახიძეს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანდასწრებით, ასევე ვესაუბრე ცალკეც და ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა მას ჰქონოდა ასეთი პოზიცია ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე. ეს არის ინსტიტუციის – პირველ რიგში პარლამენტის, როგროც ყველაზე მაღალი კონსტიტუციური ორგანოს იმიჯი, თუ რა პოზიცია აქვს პარლამენტს’, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ამის შესახებ ბოლოს კობახიძეს სამშაბათს ესაუბრა, ოთხშაბათს კი გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 


ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.