Header Ads

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში...

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში...



ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში მავთულხლართები განაახლეს. ამ ადგილას ოკუპირებული ჯუკაანთკარისკენ ხურვალეთის ერთერთი დამაკავშირებელი გზაა და იქ მავთულხლართები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაავლეს.


პერიმეტრზე მავთულხლართების გაბმის შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბატონისაშვილების კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოჰყვება. იქ ოკუპანტებმა მეპატრონის თქმით, მავთულის ღობე,რითიც მათ ნაკვეთი ჰქონდათ შემოსაზრვრული, აშალეს. ნაკვეთის დამუშავებას მფლობელი შიშის გამო მას მერე ვერ ახერხებს რაც სიახლოვეს მავთულხლართები დაამონტაჟეს,ოჯახისთვის კი ეს შემოსავლის ერთერთი წყარო იყო.


მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ამ მონაკვეთზე სამართალდამცველებმა უფრო ინტესიური პატრულირება დაიწყეს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.