Header Ads

თუ სესხის აღება გსურთ: რას მიაქცევს...

თუ სესხის აღება გსურთ: რას მიაქცევს...


მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი იან­ვრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბის სის­ტე­მა ამოქ­მედ­და.


კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სეს­ხის გამ­ცემ სუ­ბი­ექ­ტებს ფი­ზი­კუ­რი პი­რის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის შეს­წავ­ლის გა­რე­შე სეს­ხის გა­ცე­მა ეკ­რძა­ლე­ბათ. სებ-ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ დე­ბუ­ლე­ბა­ში ისიც გან­მარ­ტე­ბუ­ლია თუ რას გუ­ლის­ხმობს გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის ანა­ლი­ზი.


კერ­ძოდ, რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის ანა­ლი­ზი მო­ი­ცავს: პი­რის შე­მო­სავ­ლე­ბის, ხარ­ჯე­ბი­სა და ჯა­მუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლურ ანა­ლიზ­სა და სეს­ხის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას; გო­ნივ­რუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რის გა­და­მოწ­მე­ბას; ბი­უ­რო­ში საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის გა­და­მოწ­მე­ბას; ყვე­ლა იმ და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე; მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მსეს­ხებ­ლის მიერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­სა­ზღვრას. ამას­თან, რო­გორც დე­ბუ­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ სეს­ხის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ იმ ფაქტს არ უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბას აღე­მა­ტე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ დე­ბუ­ლე­ბით დგინ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ჭერი იმა­ზე, თუ რა ხან­გრძლი­ვო­ბის შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა თუ იმ ტი­პის სეს­ხი. მა­გა­ლი­თად, იპო­თე­კუ­რი სეს­ხის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 15 წელი, სატ­რან­სპორ­ტო სეს­ხის ვა­დად 6 წელი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის ვა­დად 10 წელი, ხოლო სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სეს­ხის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 4 წელი გა­ნი­სა­ზღვრა. ამას­თან, გა­ნი­სა­ზღვრა სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბიც.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.