Header Ads

"ივანიშვილმა გუნდს ბოძი უნდა შეუდგას...

"ივანიშვილმა გუნდს ბოძი უნდა შეუდგას...

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ პარტიაში ბესელიას და კობახიძის დაპრისპირება სახელმწიფოებრივად საინტერესო არ არის და ამიტომაც ახლა საზოგადოების მთავარი ინტერესი იქით უნდა იყოს მიმართული, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილი რა გადაწყვვეტილებას მიიღებს. ივანიშვილის ამოცანა ახლა ძალიან მარტივია და მას არარსებული ერთიანობის შენარჩუნება სურს. იგი ცდილობს, რომ ამ ადამიანების თანაცხოვრების ზიზღის ფორმულა იპოვოს და როგორმე მათი ერთად ყოფნა გაახანგრძლივოს.


“რაც სხდომაზე ხდებოდა, ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა, რომ მან გუნდის შენარჩუნება შეძლოს, ბოძი შეუდგას ან რამე გასამაგრებელი საშუალება, რომ გუნდი არ წაექცეს და დაეშალოს. სხვა რა გზა აქვს ახლა ივანიშვილს, იძულებულია, რომ 2020 წლისთვის ამ გუნდით არჩევნებამდე როგორმე მივიდეს. უკეთესი არა აქვს, რაც აქვს იმის შენარჩუნებას ცდილობს. ეს არის მისი შემოქმედების ნაყოფი და რა ქნას, მას უნდა მოუაროს. როდესაც რაღაც ზიზღზეა აშენებული, დაპირისპირებები ყოველთვის ამოფეთქავს. „


ოცნება” ძალიან ჰგავს იმ ცოლ-ქმარს, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ვიღაცამ სახლში იმ პირობით შეასახლა, რომ ერთად უნდა იცხოვრონ. ასეა ამ პარტიის საქმეც, მანამდე ეცდებიან ერთად ცხოვრებას, სანამ ივანიშვილი მათ გარეთ გარეკვას არ მოისურვებს”, – აცხადებს „რეზონანსთან” ხუხაშვილი.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.