Header Ads

ექსპერტები: ამინდის პროგნოზის აპლიკაცია...

ექსპერტები: ამინდის პროგნოზის აპლიკაცია...

კაცი სმარტფონით ხელში



უსაფრთხოების ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამინდის პროგნოზის პოპულარული აპლიკაცია უამრავი მომხმარებლის პირად ინფორმაციას იპარავს. ამის შესახებ BBC წერს.


ლაპარაკია Weather Forecast—World Weather Accurate Radar აპლიკაციაზე, რომლიც ელ-ფოსტის მისამართებთან ერთად სმარტფონის იდენტობის დამადასტურებელ ნომრებს ჩინეთში მდებარე სერვერზე გზავნის. 


გამოცემის ინფორმაციით, პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამოყენების გარდა აპლიკაციამ მომხმარებლებს დაუკითხავად, ფასიანი სერვისები გაუაქტიურა და ფინანსურადაც აზარალა. 


მობილური აპლიკაცია, მხოლოდ Google-ის Play store-იდან, 10 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოიწერა სმარტფონში. 


აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე TCL Communication Technology Holdings Ltd.-მ იმუშავა, რომელიც ჩინეთშია ბაზირებული. 


კომპანია Alcatel-ისა და Blackberry-ის ფირმის სმარტფონებს აწარმოებს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.