Header Ads

უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით...

უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით...


დავით ბაქრაძე უკრაინელ ხალხს საშობაოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ულოცავს.


ევროპული საქართველოს ლიდერი იმედს გამოთქვამს, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს.


„უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ეკლესიას, უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესია, ამიტომ მე მინდა მათ ნამდვილად მივულოცო ეს ძალიან სერიოზული მოვლენა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ და ხელისუფლებამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას, რა თქმა უნდა საბოლოო ვერდიქტი უკრაინულ ეკლესიის ცნობასთან და მილოცვასთან დაკავშირებით უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, იქნება მოფიქრებული და იქნება ისეთი რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კანონმდებლობასაც,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.


უკრაინა შობის დღესასწაულს ავტოკეფალიის მინიჭებით შეხვდა. ტომოსიდამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ მსოფლიო პატრიარქმა კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტს გადასცა. ისტორიული დოკუმენტი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსული ეკლესიისგან დამოუკიდებლობას ანიჭებს, პატრიარქმა ბართლომემ მიტროპოლიტ ეპიფანისკვერთხთან ერთად უბოძა და მას მომავალი დაულოცა.


საქართველოს საპატრიარქოს საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია. სასულიერო პირები ამბობენ, რომ საკითხს სინოდის სხდომაზე განიხილავენ.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.