Header Ads

ვენესუელელები საქართველოს მხარდაჭერისთვის...

ვენესუელელები საქართველოს მხარდაჭერისთვის...

ნიკოლას მადურო



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ Twitter-ზე ვენესუელის დროებითი პრეზიდენტისადმი გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ, ვენესუელელებმა მინისტრის პოსტის ქვეშ დადებითი შინაარსის კომენტარები დატოვეს. 


ისინი საქართველოსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. ‘მადლობა საქართველო მხარდაჭერისთვის. ვენესუელა ამას არ დაგივიწყებთ’, – წერენ ვენესუელელები.








23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ,  ეკვადორმა. 


ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.