Header Ads

"პროფესიონალურ შეჯიბრში ამოვყავი...

"პროფესიონალურ შეჯიბრში ამოვყავი...

 (რეზონანსი) ნინა ზოზიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ქალი მრბოლელია, რომელსაც არაერთი წარმატება აქვს ამ სფეროში. ის ასევე უამრავ უცხო ენას ფლობს და ცდილობს, მაქსიმალური გამოცდილება მიიღოს საზღვარგარეთ სწავლებით.


“არც ისე დიდი ხნის წინ დავბრუნდი საფრანგეთიდან, სადაც სასწავლებლად ვიყავი და დღემდე იქ ვაგრძელებ დისტანციურ სწავლებას. პარალელურად ვმუშაობ სასტუმრო „იოტაში”, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ძალინ მიყვარს ავტოსპორტი. ბავშვობიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ სპორტში. მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მრბოლელების პატარა ოჯახის წევრი გავმხდარვიყავი, შემყვარებოდა ავტომობილი და რბოლა”, – ამბობს ზოზიაშვილი “დრონი.ჯი”- სთან.


კითხვაზე: თუ რომელი იყო მისი ყველაზე წარმატებული გამოსვლა? ზოზოაშვილი პასუხობს, რომ: “სარვამარტო კარტინგის შეჯიბრს გამოვარჩევდი ქალთა შორის. დიდი ხნის შემდეგ დავუბრუნდი კარტინგს და მოულოდნელად გავიმარჯვე კიდეც. ასევე დებიუტს შტურმანის ამპლუაში, 2017 წლის ზაფხულში, სიღნაღში. ეს იყო ძალიან ემოციური დღე ჩემთვის, რადგან უკვე პროფესიონალურ შეჯიბრში ამოვყავი თავი მამასთან ერთად, ეს ძალიან მაშინებდა რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო”


“მომავალ წელს საფრანგეთში მივდივარ სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა აუცილებლად დავუბრუნდები საქართველოს. ამ ეტაპზე ჩემს გეგმებში ავტორბოლის აქტიურად გაგრძელება და სწავლა შედის”.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.