Header Ads

ზუგდიდის მშენებარე სტადიონის...

ზუგდიდის მშენებარე სტადიონის...

 (რეზონანსი) ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ავრცელებს.


„სტადიონი, რომელიც ჯერ არც გახსნილა ასეთ მდგომარეობაში არის. ეს არის მხოლოდ პირველი სართული. აქ არის სხვა ხარვეზებიც, რაც ეხებოდა ბეტონის ჯებირებს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.


ცნობისთვის, ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე გამოუცხადებია.


პირველ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები კომპანია “დაგმა” განახორციელა


ზუგდიდის მერიაში კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.