Header Ads

ქრისტეშობის დღესასწაული და მახარობლები...

ქრისტეშობის დღესასწაული და მახარობლები...


ქრისტეშობის დღესასწაულს მსვლელობით აღნიშნავენ ქუთაისში. შობის მახარობლები ქალაქის ქუჩებში დადიან და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.


მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმამიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.


ანსამბლ ,,ნაი-ნაის წევრები „ალილოს“ სიმღერით და ურმებით, რომელზეც ნობათი გროვდება ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.


შობის მახარობლების მიერ მოგროვილი ნობათი, „წყალწითელას“ მოხუცთა პანსიონატს და სხვადასხვა ცენტრებს გადაეცემათ.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.