Header Ads

სალომე ზურაბიშვილმა ენგურის ხიდზე...

სალომე ზურაბიშვილმა ენგურის ხიდზე...

სალომე ზურაბიშვილი



საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.


პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა – ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.


სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა.


,,მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.


ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი’, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.