Header Ads

"ნეგატიურ პერიოდს ჯერ არ გაუვლია,...

"ნეგატიურ პერიოდს ჯერ არ გაუვლია,...

 (რეზონანსი) ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 21 იანვარს მთვარის დაბნელება და სავსევმთვარეობა ერთად იქნება, ეს კი დედამიწის ენერგომაგნიტურ ველზე ძალიან ცუდად აისახება.


ასტროლოგის თქმით, ნეგატიურ პერიოდს ჯერ არ გაუვლია და წინ ბევრი სირთულეა.


“იანვარში დედამიწა რთულ ზონაში შევიდა. ნეგატიურ პერიოდს ჯერ არ გაუვლია, რთული პერიოდი გაგრძელდება 23 იანვრამდე. გარდა იმისა, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ჩვენ გვექნება მზის და მთვარის დაბნელებები. 21 იანვარს გვაქვს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთად. საკმაოდ მძიმე დღეები გველოდება წინ. კვლავ მოსალოდნელია ეკოლოგიური და ყველა სახის ტექნოგენური კატასტროფები. მოსალოდნელია, სხვადასხვა ტრამვები, ავარიები, ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ. ამიტომ შესაბამის სამსახურებს სჭირდებათ ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე.


შავი მთვარი ჯერჯერობით, მერწყულის ზოდიაქოში იმყოფება. მერწყული კი არის ჰაერის სტიქია და ჰაერთან დაკავშირებული, ამ შემთვევაში გაზის გაჟონვის ტენდენცია, საკმაოდ მაღალია. 25 იანვრის შემდგომ სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდება და ნელ-ნელა შემცირდება ნეგატიური კატაკლისმების ტენდენტია. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, 23 რიცხვამდე ყველა ადამიანმა მეტი წინდახედულობა გამოიჩინოს. მომთმენები და თავდაჭერილები უნდა იყოთ, რათა არ აღმოჩნდეთ კონფლიქტებში. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას და ფრთხილად იყავით საჭესთან”, – ამბობს ცაგარელი “2020NEWS”- სთან.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.