Header Ads

სამართალდამცავებმა ბათუმში ადამიანის...

სამართალდამცავებმა ბათუმში ადამიანის...




შინაგან საქმეთა სამინისტრში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 25 დეკემბერს შევიდა. უწყების ინფორმაციით პოლიციელებმა იმავე დღეს იპოვეს მძევლად აყვანილი მოქალაქე და დააკავეს 3 პირი აღნიშნულ საქმეზე. სავარაუდო დამნაშავეებს მამაკაცი 5 დღე პირზე წებოვანი ლენტით სკამზე მიბმული ბათუმში დაკეტილ ბინაში ჰყავდათ. ანგარიშსწორების მიზეზი პირებს შორის ფინანსური დავალიანება გახდა.



ფაქტზე გამოძიება 144-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და სასჯელის სახით 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.