Header Ads

ვის დააჯარიმებს ჭკვიანი კამერა ტექნიკური...

ვის დააჯარიმებს ჭკვიანი კამერა ტექნიკური...

ჭკვიანი კამერები



14 იანვრიდან ‘ჭკვიანი კამერები’ ავტომატურ რეჟიმში დააჯარიმებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ. კერძოდ, საუბარია იმ მძღოლებზე, რომელთა ავტომობილებისთვის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო იყო და არ გაიარეს. ასევე დაჯარიმდებიან ისინიც, რომელთა მანქანებმაც ტექნიკური ინსპექტირება მეორე ცდაზეც ვერ გაიარა. ამის შესახებ შსს-ს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა თქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


‘წესი გულისხმობს შემდეგს: სამი და ნაკლები კუბატურის მქონე ავტომობილების ნაწილში, თუ რეგისტრაციის თარიღი არის გასული წლის მარტი, აპრილი ან ნებისმიერი სხვა თვე, ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს კანონით ეკისრება ვალდებულება, მიმდინარე წლის იმავე თვემდე გაიაროს ტექნიკური ინსპექტირება. დანარჩენი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის მათ, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ, ყველას უნდა ჰქონდეს გავლილი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ.


შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.


საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე.


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 441 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, საიდანაც 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი“ ვიდეოკამერაა.


2019 წლის 1 იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება.


პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. 


გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი, იურიდიულისთვის კი 200 ლარია. საქართველოს მასშტაბით, ინსპექტირების 89 ხაზია, მათ შორის 29 თბილისში. დეტალური ინფორმაციისთვის  ცხელი ხაზი მუშაობს.


ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.