Header Ads

კვლევა: საუზმის მიღება წონაში კლებას...

კვლევა: საუზმის მიღება წონაში კლებას...

საუზმე



ხშირად ამბობენ, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, საუზმობა წონაში კლებას ხელს შეიძლება სულაც არ უწყობდეს. კვლევის შედეგების შესახებ გამოცემა Gizmodo წერს.


კვლევის მიხედვით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დილით საუზმის მიღება ადამიანს დღის განმავლობაში კალორიების დაწვასა და ზედმეტი წონისგან თავის არიდებაში ეხმარება. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ხანდახან დილით საუზმის გამოტოვება ფორმის შენარჩუნებასაც კი უწყობდეს ხელს.


მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში 1993-2016 წლებში ჩატარებული 13 კვლევის მონაცემები გაანალიზა, საიდანაც სხეულის სხვადასხვა მასის ინდექსის მქონე 500 ზრდასრული ადამიანის კვების რაციონს გაეცნენ.


აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც დილით საუზმეს მიირთმევდნენ, დღის განმავლობაში დამატებით 260 კალორიით მეტს იღებდნენ, ვიდრე სხვები. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები სრულად ვერ იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დილით საუზმის გამოტოვება წონაში კლების პირობაა.


თუმცა ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საუზმე ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან მეტაბოლიზმის პროცესი ადრე დილიდანვე აქტიურდება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.