Header Ads

მარინა დარახველიძე- ქვეყანაში „ტამიფლუს“...

მარინა დარახველიძე- ქვეყანაში „ტამიფლუს“...

მარინა დარახველიძე- ქვეყანაში „ტამიფლუს“ მარაგი საკმარისი რაოდენობით არის


პანიკის საფუძველი არ არსებობს, პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი ქვეყანაში  საკმარისი რაოდენობით არის, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, „ტამიფლუ“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში უფასოდ გაიცემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ორსულებისთვის და მელოგინეებისთვის, ამას დაემატა ბავშვები, ქრონიკული დაავადების და საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობა.


„დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე და ონკოლოგიური პაციენტები, ასევე საპენსიო ასაკის მოსახლეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან რეცეპტისა და ფორმა N 100- ის საფუძველზე უფლებამოსილნი არიან, მიიღონ უფასოდ „ტამიფლუს“ საჭირო რაოდენობა. იმ შემთვევაში, თუ პაციენტი სტაციონარში მოხვდება, ადგილზეც აქვთ შესაბამისი ოდენობის მარაგი. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, მარაგი მთელი საქართველოს მაშტაბით არის. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც დასჭირდება არა პროფილაქტიკისთვის, არამედ სამკურნალოდ, ექიმის დანიშნულებით, „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომი იქნება. “,-განაცხადა მარინა დარახველიძემ.



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.