Header Ads

ლევან დავითაშვილი: მთავრობა რუსული თაფლის...

ლევან დავითაშვილი: მთავრობა რუსული თაფლის...



„მთავრობა არანაირი რუსული თაფლის შეძენას არ ცდილობს. ეს იყო ღია და გამჭირვალე ტენდერი’, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


მისივე განმარტებით, არც ერთი დაინტერესებული უწყება არ იყო ინფორმირებული რა პროდუქტს იძენდა.


„ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალ პირობებში, კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული ტენდერი. წარმოიდგინეთ მომხმარებლის პოზიცია, რომელსაც პროდუქციასთან დაკავშირებით აქვს კონკრეტული მოთხოვნები და არ უნდა იყოს ამ თემაზე სპეკულაციები’, – განაცხადა დავითაშვილმა.


მისივე განმარტებით მეფუტკრეობის მთავარი გამოწვევა უკავშირდება წარმოების ზრდას.


29 იანვარს რამდენიმე ვებგვერდმა დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს ყიდულობს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.


მოგვიანებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო უწყებების მიერ რუსული თაფლის ყიდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.