Header Ads

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე – ეს ადამიანი...

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე – ეს ადამიანი...


ეს ადამიანი ჩემი საპირწონე არ არის. მე თავს ერთ სიბრტყეში არ ვაყენებ, ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა მოადგილემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მისაღებია მიდგომა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არ იყოს არც თავად და არც მისი ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი. ბესელიამ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი თავის დროზე მისი ინიციატივით შეიქმნა და აღნიშნულ ფორმატში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.


“მე არ ვინტერესდები მას სად იწვევენ. მე მაინტერესებს, რატომ არ არის ამ დრომდე ჩემთან მოსაწვევი გამოგზავნილი დაავიწყდათ თუ განზრახ გამომტოვეს. ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსს მივწერე და თუ დაავიწყდა, შევახსენე! ვნახოთ, მგონია, რომ პროცესს ისე არ დავაპატარავებთ, იმ დონემდე არ დავიყვანთ და გადაწყვეტილებების მიღება იმის მიხედვით არ მოხდება, ვინ ვიზეა განაწყენებული თუ ვის რა კრიტიკული მოსაზრება აქვს. თუ შეგნებულად გამომტოვეს, მინდა ღიმილით ვუთხრა, რომ ეს არ არის სწორი პარლამენტია და ასე მოქცევა არ შეიძლება. ვართ დეპუტატები, ხალხის წარმომადგენლები და ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე არ უნდა დავაპატარავოთ“, განაცხადა ეკა ბესელიამ.


სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები იქნება, მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ელექტრონული შეტყობინება დეპუტატებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და შეხვედრაზე სხვა მიწვეულ სტუმრებს გაეგზავნათ.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.