Header Ads

რომელ ქვეყნებში ეხმარებიან ყველაზე ხშირად...

რომელ ქვეყნებში ეხმარებიან ყველაზე ხშირად...



რატომ გასცემენ ქველმოქმედებისთვის მიანმარელები უფრო მეტს, ვიდრე ირლანდიელები, რომლებიც 60-ჯერ უფრო მდიდრები არიან?  რატომ არიან ინდონეზიელები უფრო მეტად ჩართული მოხალისეობაში, მაშინ როდესაც სამუშაო საათები გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მაგალითად გერმანელებს. 


ყველა ქვეყანას აქვს უნარი გამოიჩინოს გულისხმიერება, თუმცა ახალმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სიკეთის კეთებას უფრო მეტი წახალისება აქვს. 


კვლევითმა ცენტრმა „გელაპმა“ ყველაზე კეთილშობილი ერების რეიტინგი შეადგინა. ექსპერტებმა 146 ქვეყნიდან 150 ათასამდე ადამიანი გამოჰკითხეს რათა დაედგინათ, გასცეს თუ არა მათ ბოლო თვეების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის ფული, იმუშავეს თუ არა მოხალისედ ან თუ დაეხმარნენ უცხო ადამიანს. 


გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 7,6 მილიარდი ადამიანიდან, 2,2 მილიარდს უცხო ადამიანს დახმარებია, 1,4 მილიარდს ქველმოქმედებისთვის გაუღია თანხა, ხოლო მილიარდი ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა მოხალისე.


კითხვაზე დახმარებიხართ თუ არა ოდესმე უცხო ადამიანს, პირველ ადგილზე ლიბია გავიდა (83%), შემდეგ მოდის ერაყი (81%) და ქუვეითი (80%).


გაგიციათ თუ არა ფული ქველმოქმედებისთვის? მიანმარი (88%), ინდონეზია (78%), ავსტრალია (71%).  აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედების კატეგორიაში 24 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა 6%-ით.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.