Header Ads

შსს საერთაშორისო სტანდარტების უახლესი...

შსს საერთაშორისო სტანდარტების უახლესი...

შსს ლაბორატორია



საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ლაბორატორია იქმნება.


შსს-ს ინფორმაციით, ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.


თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს დნმ-ლაბორატორია 24/7 რეჟიმში იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის ფაქტების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.


ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის შესახებ განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.