Header Ads

ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დამხრჩვალი...

ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დამხრჩვალი...


გარდაცვლილი გიორგი გიუნაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ექპერტიზის პასუხების გაცნობას მოითხოვს. 24 წლის გიუნაშვილის დედამ დღეს საგამოძიებო უწყებაში განცხადება შეიტანა. ოჯახმა დღემდე არ იცის რა გარემოებაში გარდაიცვალა მათი შვილი. უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს.


„გვეუბნებიან ყოველდღე სამი-ოთხი დღის განმავლობაში იქნება პასუხი და ამდენი ხნის განმავლობაში პასუხი არ ვიცით. ექსპერტიზის პასუხს ვითხოვ, იმიტომ, რომ თვითმკვლელობას მე გამოვრიცხავ,“- ამბობს გარდაცვლილის დედა მაია როშნიაშვილი.


ექსპერტიზის მიერ დროული დასკვნის დადებაზე საუბრობს სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავაც.


„ამას ვითხოვთ ჩვენ, დროულად იქნას ექსპერტიზა წარმოდგენილი. ოჯახს აქვს უფლება იცოდეს, რამ გამოიწვია გარდაცვალება, რითი გარდაიცვალა მათი შვილი. ეს ვალდებულება გააჩნია საგამოძიებო ორგანოებსაც,“- აღნიშნავს კუპრავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.