Header Ads

სალომე ზურაბიშვილი – ზუგდიდში, როცა ვართ არ...

სალომე ზურაბიშვილი – ზუგდიდში, როცა ვართ არ...


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში „პრეზიდენტის ნაძვის ხეზე“ მოსახლეობას უმასპინძლა.


„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ბედნიერების, მხიარული წელი იყოს. მე მარტო არ მოსვულვარ დღეს, მოვედი ქალბატონთან ერთად, რომელიც 11 შვილის დედაა და რამდენი შვილიშვილი და შვილთაშვილი ჰყავს აღარ ვიცი. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, ბავშვების დღეა, მაგრამ ეს არის ოჯახების დღე. ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა ერთად ყოფნა და მინდა ყველას, ვისაც ბებიები ჰყავს, ბებიებს ვუსურვო ბედნიერი ახალი წელი.


ზუგდიდში, როცა ვართ არ შეიძლება დავივიწყოთ ხიდს იქით ჩვენი თანამემამულეები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. დღეს ვართ გაყოფილი, მაგრამ ვართ ერთად. ამ დღესასწაულებზე ერთად ვართ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავერთიანდეთ, შევრიგდეთ, ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი და საიდან თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს დღევანდელი და ხვალინდელი დღესასწაული. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ ტარდება აქ, ზუგდიდში და არა თბილისში, რადგან ჩვენთვის, (ამას ვიმეორებდი წინასაარჩევნო პერიოდში) რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ძლიერი იყო, როცა რეგიონები იყო ძლიერი. ამ რეგიონების სიძლიერეზე იდგა საქართველო და დღესაც ასე არის და ასე უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტე ზუგდიდიდან დამეწყო ჩემი გასვლა რეგიონებში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს იწყება ზუგდიდიდან. ეს არის კარგი საწინდარი ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.