Header Ads

„მოიმატა წვრილმანმა დანაშაულებებმა,...

„მოიმატა წვრილმანმა დანაშაულებებმა,...


NDI-ის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ეხმაურება. ქანთარია საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ ნაწილზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია.


ქანთარი ამბობს, რომ ქვეყანაში ოჯახური ძალადობა და წვრილმანი დანაშაულებებია მომატებული. მისი განმარტებით, მოიმატა ქურდობამაც, მისი თქმით, მანქანებსა და სახლებს ძირითადად არასრულწლოვნები ქურდავენ.



„მოიმატა წვრილმანმა დანაშაულებებმა, ოჯახურმა ძალადობებმა, მოიმატა ქურდობებმა მანქანების, მაღაზიების და ამას ხშირ შემთხვევაში აკეთებენ არასრულწლოვანები. აქ, ალბათ, არის დასაფიქრებელი, რა შეიძლება გავაკეთოთ. 14 წლის ბავშვი გავუშვათ ციხეში? ვნახეთ ჩვენ ეს ნულოვანი ტოლერანტობა, ეს გავიარეთ, მაგრამ, მთლად ასე ღიად დატოვებაც მე მგონი, არ შეიძლება,“ ამბობს ნუკრი ქანთარია.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.