Header Ads

ბესელია: თუ კობახიძე ივანიშვილს აბრალებს...

ბესელია: თუ კობახიძე ივანიშვილს აბრალებს...




მის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, მისი მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.



მშვიდობაში მას პოლიტსაბჭოში ადგილი და მშვიდობაში მათ შორის, ის კაბინეტი, რომელთანაც იდგა დღეს და რომელსაც თურმე ჩემთვის ამზადებდნენ, მშვიდობაში.


მე კაბინეტებისთვის და თანამდებობისთვის არასდროს მიბრძოლია და ეს ასახსნელიც არ მაქვს. ეს მან უნდა ახსნას, ვინც 2016 წელს გამოჩნდა და ვისი ბიოგრაფიაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.  მე ასახსნელი არაფერი მაქვს. კაბინეტები მას მშვიდობაში. ვიდრე ის ამ კაბინეტს იცავს, მე ამ ფასეულობებს დავიცავ, რასაც ასევე ვიცავდი.


მე პარლამენტის თავმჯდომარეს ვუსურვებ, პირველ რიგში ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში ახალია და მე ნამდვილად ვგულშემატკივრობ, რომ მან არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომელიც ინსტიტუციას დააზარალებს. მან პირველმა დაარღვია ის წესი, რომლისკენაც მიუთითებს გუნდის სხვა წევრებს, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი განცხადება გადადგომის თაობაზე, როდესაც გაკეთდა, მან პირველმა გააკეთა კრიტიკული და საპირისპირო განცხადება და ეს იყო სიცრუე, როდესაც სცდა სხვა ვერსია შემოეტანა ამ პროცესში და ეს ვერსია უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს.


ბიძინა ივანიშვილს(პარტია ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე) თუ აბრალებს ირაკლი კობახიძე პარასკევს, რომ სხდომის ჩატარება უნდოდათ, ეს იქნება დიდი უსამართლობა იმიტომ, რომ პროცედურულად როდის, რა სხდომა შეიძლება ჩაინიშნოს, ესეთი ნიუანსები იცის, მხოლოდ პარლამენტის წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და მას, ირაკლი კობახიძეს ჰქონდა სწორედ ეს იდეა, პარასკევს ჩამეტარებინა სხდომა, სადაც დღის წესრიგში იქნებოდა მოსამართლეთა სია ჩასმული, დაჩქარებული წესით,“ განაცხადა ეკა ბესელიამ.


შეგახსენებთ, 2018 წლის 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.


2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სია წარუდგინა.  ვინ არის 10 კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელეს (სია)


ამ დრომდე ვაკანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.


პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი, შემდეგ კი პარლამენტის არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 2017 წლის 4 ივლისს თანამდებობიდან გადადგა.


ასევე, 2018 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებს შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.