Header Ads

წნელისის ტყეში მცოცავ ოკუპაციას ქართული...

წნელისის ტყეში მცოცავ ოკუპაციას ქართული...

სოფელი ატოცი



სოფელ წნელისის ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის მონიშვნის საკითხს ქართული მხარე ერგნეთის მოლაპარაკებებზე დააყენებს.


მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.


‘საკითხზე რეაგირება მოხდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე ერგნეთში’, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წნელისის ტყეში მისასვლელი გზა ოკუპანტებმა ფიჩხებით ჩახერგეს და ყვითელი საღებავით მონიშნეს. მონადირე კი, რომელიც ტყიდან ბრუნდებოდა, გააფრთხილეს, ამ ტერიტორიაზე მოსახლეობას აღარ ევლო. სოფელ კოდას მკვიდრი ბესო მჭედლიძე ჰყვება, რომ სანადიროდ გუშინ დილით იგივე გზა უპრობლემოდ გაიარა, რამდენიმე საათში უკან დაბრუნებულს კი გზაზე 2 ოკუპანტი დახვდა. მას სანადირო თოფი და საბუთები ჩამოართვეეს თუმცა შემოწმების შემდეგ დაუბრუნეს და გამოუშვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქამდე ტყეში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ოკუპანტები იქ სხვა დროს არ გამოჩენილან.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.