Header Ads

თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტმა...

თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტმა...

ექიმის ცემა



დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში პაციენტმა მკურნალ ექიმს სცემა. imedinews-ს საავადმყოფოში დაუდასტურეს, რომ პაციენტი თავის ტკივილს უჩიოდა და ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მან მედიკოსს სცემა. შედეგად, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ახლა ის საავადმყოფოში სტაციონარში მკურნალობს.


საავადმყოფოში ამბობენ, რომ ადგილზე პოლიცია იყო მისული, რომელმაც მოწმეები გამოკითხა.


მომხდარი ამბის შესახებ პოსტი Facebook-ზე საავადმყოფოს თანამშრომელმაც გამოაქვეყნა.



როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოვლენილია ერთი პირი. 


 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.