Header Ads

ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო...

ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო...


სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტის ჯიხურში შევარდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.


საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა,რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა.


მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ.


როგორც დაშავებულის მკურნალი ექიმი ამბობს, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.


ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა მშენებარე კორპუსის ჯიხურში შევარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.