Header Ads

სოფო კილაძე ტრისტან წითელაშვილისთვის...

სოფო კილაძე ტრისტან წითელაშვილისთვის...


არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ხარვეზიც ყოფილიყო,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მილოცვის გაგზავნას.


„ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, როდესაც მამუკა ბახტაძე თვითონ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და თვითონ იტყვის, თუ რა იდგა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების უკან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ხარვეზიც ყოფილიყო. მგონია, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, ამაზე ბატონმა მამუკამ გააკეთოს განცხადება და ის ბუნებრივია, ყველა დეტალს მოჰფენს ნათელს, განაცხადა სოფო კილაძემ.


ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პრემიერის მიერ ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მისალოცის გაგზავნა გააკრიტიკა.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.