Header Ads

ნიკა გვარამია: სასკოლო გამოსაშვები...

ნიკა გვარამია: სასკოლო გამოსაშვები...




სრულიად უფუნქციო და ზედმეტი სასკოლო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება კარგია, ასე ეხმაურება განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განათლების მინისტრი თავადაც იყო.



ვაღიაროთ, ამ მახინჯი და უფუნქციო ხიდების აღება სწორია და კარგი.


ამ ფორმით სრულიად უფუნქციო და ზედმეტი სასკოლო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება კარგია და სწორი.


არასწორი, ცუდი და დანაშაულებრივი რა არის, იხ. ჩემი სხვა სტატუსები, წერს ნიკა გვარამია Facebook-ში.


შეგახსენებთ, 2019 წლიდან სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება მე-11 კლასელებისთვის, ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასელებისთვისაც. ამავე დროს სავალდებულო აღარ იქნება ეროვნული გამოცდების დროს ზოგადი უნარების ჩაბარება, კერძოდ კი ამას კონკრეტული უნივერსიტეტი განსაზღვრავს.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.