Header Ads

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და...

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და...


„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება“, ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა.


მინისტრის თქმით, შემაშფოთებელია ასევე ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 2019 წლის თებერვლიდან ახალი დისკრიმინაციული ზომები აამოქმედოს ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის, რომელიც გულისხმობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვას.


ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე სრულად არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.