Header Ads

ჯეკ შეპარდის ბრიტანელ ადვოკატს სიცოცხლის...

ჯეკ შეპარდის ბრიტანელ ადვოკატს სიცოცხლის...


ჯეკ შეპარდის ბრიტანელ ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. Sky News-ის ინფორმაციით, რიჩარდ იგანმა ანონიმური წერილი მიიღო, სადაც ადვოკატს 48 საათი მისცეს იმისთვის, რომ ჯეკ შეპარდის ინტერესების დაცვაზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით ემუქრებიან.


წერილში მკვლელობის რამდენიმე ვარიანტზეა საუბარი, მათ შორის, დაჭრაზე, აფეთქებაზე, მოწამვლაზე, ასევე სახლის და ოფისის დაწვაზე. გზავნილის ავტორმა წერილში სვასტიკა დახატა და ადოლფ ჰიტლერის სახელით მოაწერა ხელი.


მუქარის შემცველი წერილს უკვე სწავლობს სკოტლანდ იარდი. დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, ადვოკატის მისამართით გახმოვანებულ მუქარას შემაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.