Header Ads

სალომე ზურაბიშვილი ფედერიკა მოგერინის...

სალომე ზურაბიშვილი ფედერიკა მოგერინის...

სალომე ზურაბიშვილი



საქართველოს პრეზიდენტი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა.


სალომე ზურაბიშვილისა და ფედერიკა მოგერინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო.


შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოსპრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელშია.


პრეზიდენტი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის. ზურაბიშვილმა ასევე გამართა შეხვედრები ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდიჰაუტალა, მაიკლ გალერი.


ცოტა ხანში დაიწყება ნატო-ს გენერალურ მდივანთან აუდიენცია. იენს სტოლტენბერგი და სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.


დღესვე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაც იგეგმება. სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 22 იანვარს ესტუმრა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.