Header Ads

ქათმის კვერცხი,რომლითაც კიბოს მკურნალობა...

ქათმის კვერცხი,რომლითაც კიბოს მკურნალობა...



ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ქათმის დნმ-ში ადამიანის გენი დაამატეს. ექსპერიმენტის შედეგად ფრინველები დადებენ კვერცხს, რომელიც მკვლევარებს ართრიტისა და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ამ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ვებგვერდი ავრცელებს.


მეცნიერთა ექსპერიმენტის შედეგად გამოყვანილი ქათმების კვერცხი შეიცავს ადამიანის პროტეინების ორ სახეობას, რომელსაც შეუძლია ართრიტსა და კიბოს ზოგიერთ ფორმას წინააღმდეგობა გაუწიოს.


ეს კვერცხი შეიცავს ადამიანის პროტეინს, სახელწოდებით IFNalpha2a, რომელიც ძლიერი ანტივირუსული და ანტისიმსივნური თვისებებით გამოირჩევა. მეორე პროტეინი მაკროფაგი-CSF-ია. მას მეცნიერები იმისთვის გამოიყენებენ, რომ შექმნან პრეპარატი, რომელიც დაზიანებული ქსოვილების აღდგენას შეუწყობს ხელს. 


სამკურნალო კვერცხები ქათმებმა გენური მოდიფიკაციის მეშვეობით დადეს. მეცნიერებმა მათ დეენემ-ში დაამატეს ადამიანური გენები, რომლებიც ორგანიზმში მნიშვნელოვანი პროტეინების წარმოებაზე არიან პასუხისმგებელი. 


ადამიანური პროტეინების სხვადასხვა სახეობა მკვლევარებმა ცხოველების დახმარებით ადრეც შექმნეს. ექსპერიმეტები ჩატარდა თხებზე, კურდღლებსა და ქათმებზე. ამ შემთხვევაში კი მეცნიერებმა ცოცხალ პროდუქტებში პროტეინების შემცველობის მნიშვნელოვნად გაზრდა მოახერხეს. 


‘მხოლოდ სამი კვერცხი წამლის კლინიკურ დოზას შეიცავს,’- ნათქვამია მკვლევართა განცხადებაში.


 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.